ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა ოპერაციის დასკვნითი ეტაპი - დონეცკისა და ლუგანსკის ტერორისტებისაგან გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს. განცხადება ამის შესახებ კიევში უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრელ ლისენკომ გააკეთა.
„რაც შეეხება ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების დროს. ჩატარებულ იქნა მზადება ამ ქალაქების გასათავისუფლებლად. ვიტყვი, რომ ამას ერთი-ორი დღე დასჭირდება. დავამუშავეთ გეგმები. ოპერაცია დაიყო. მის წარმატებულ შედეგებზე გაცნობებთ",_ განაცხადა ლისენკომ.
შეგახსენებთ, რომრუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა პუნქტ „იზვარინოს" გარღვევას და ლუგანსკში შეჭრას ცდილობს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრელ ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რატომ არ იქნა ეს კოლონა განადგურებული ჰაერიდან ლისენკომ განაცხადა, რომ საზღვრის ამ მონაკვეთს ანტიტერორისტული ძალები ახლა ვერ აკონტროლებენ.
„მაგრამ მე თქვენ გარწმუნებთ, რაც აქ შემოვიდა აქედან ვერ გავა",_ განაცხადა ლისენკომ.