რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა პუნქტ „იზვარინოს" გარღვევას და ლუგანსკში შეჭრას ცდილობს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრელ ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რატომ არ იქნა ეს კოლონა განადგურებული ჰაერიდან ლისენკომ განაცხადა, რომ საზღვრის ამ მონაკვეთს ანტიტერორისტული ძალები ახლა ვერ აკონტროლებენ.
„მაგრამ მე თქვენ გარწმუნებთ, რაც აქ შემოვიდა აქედან ვერ გავა",_ განაცხადა ლისენკომ.