გასული დღეღამის განმავლობაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. დაჭრილმა რაოდენობა ამჟამად ზუსტდება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
უკრაინული მედია ასევე იუწყება, რომ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შემდეგ დღემდე დაღუპულია 568 უკრაინელი სამხედრო და დაჭრილია 2120.
„გრძელდება პოზიციური ბრძოლები დონეცკთან, ლუგანსკთან, გორლოვკასთან, ილოვაისკისთან, პერვომაისკისთან, კრასნი ლუჩთან",_ განაცხადა ლისენკომ.