იმის გამო, რომ „წითელმა ჯვარმა" რუუსლ ჰუმანიტარულ ტვირთზე დოკუმენტაცია არ წარადგინა უკრაინული მხარე მას არ აფორმებს. ტვირთო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ საკონტროლო პუნქტ „დონეცკში" დგას.
იქ უკრაინის მხრიდან 59 სპეციალისტი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ
უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ ასევე განაცხადა, რომ რუსული ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანები ნახევრად ცარიელია.
„შეთამხმების მიხედვით, ტვირთი პუნქტ „დონეცკში" უნდა ყოფილიყო მიღებული. თუმცა ჩვენმა წარმომადგენლებმა „წითელი ჯვრიდან" ტვირთთან დაკავშირებული ვერც ერთი დოკუმენტი ვერ მიიღო.
როგორც კი დოკუმენტებს მივიღებთ ტვირთის გაფორმებას დავიწყებთ. ამის შემდე კი იგი წითელმა ჯვარმა დანიშნულების ადგილზე უნდა მიიტანოს",_ განაცხადა ლისენკომ.