ევროკომისია, „CREATIVE EUROPE" (2014-2020) პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს კულტურის სფეროში მნიშვნელოვანი ინიციატივების დასაფინანსებლად.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას კონსულტაცია გაუწიოს დაფინანსების მოპოვების ყველა იმ მსურველ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსით გათვალისწინებულ პირობებს და დაინტერესებულია პროექტის ფარგლებში, ითანამშრომლოს კულტურის სამინისტროსთან.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 1 ოქტომბერი.დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდს:
http://eacea.ec.europa.eu/creative-europe/funding/cooperation-projects-2015_en