ბუდაპეშტში უნგრელი ხელოვანის ადამ ბალოგის საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა "The Wedding Ceremony of the Moon" გახსნა. ღონისძიება უნგრეთის ჟურნალისტთა ასოციაციაში გაიმართა. ფოტოგამოფენის გახსნას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური და კულტურული წრეების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ბუდაპეშტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.
გამოფენაზე ღონისძიების მონაწილეთა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. ისაუბრეს საქართველოს მირწევებზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას. ფოტოგამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. უნგრეთის ჟურნალისტთა ასოციაცია საქართველოსადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას 15 სექტემბრამდე უმასპინძლებს.