თუქეთის მოქმედმა პრემიერმა რეჯებ ტაიიპ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თურქეთს ახალი ერის დაწყებას დაპირდა. ერდოღანმა თავის მომხრეებს განუცხადა, რომ თურქეთის ისტორიაში ახალ ფურცელს გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მისივე თქმით, მისი გამარჯვება მთელს ერს ეკუთვნის და არა მხოლოდ მათ ვინც მას საკუთარი ხმა მისცა. ერდოღანმა არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა და ხმათა 52 % დააგროვა.
„იმის გამო, რომ ერდოღანმა პირველივე ტურში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა დააგროვა, არჩევნების მეორე ტური არ იქნება „,_ განაცხადა თურქეთის ცესკოს თავმჯდომარემ სადი გიუვენმა.
ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიალი 28 აგვისტოს გაიმართება.