რუსულმა „გრადებმა" დონეცკის რაიონის დასახლება სტეპანოვკა სრულიად გაანადგურეს. ცეცხლი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრანული მედია ავრცელებს.
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ „ადრე აყვავებული დასახლება, რომელშიც 1000 ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა ახლა ფერფლად არის ქცეული. რუსული „გრადებიდან" გამოშვებული ჭურვები დიდი სიზუსტით ხვდებოდა მშვიდობიანი უკრაინელების სახლებს".