დონეცკში ბოევიკების მიერ ნასროლი ჭურვი მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოხვდა. დაღუპულია ერთი მსჯავრდებული, დაჭრილია 18. ინფორმაციას ამის შესახებ უკრანული მედია ავრცელებს.
„საარტილერიო დაცხრილვის შედეგად კიროვის რაიონში ჭურვი მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ერთი პატიმარი დაღუპა. დაჭრილია 18 ადამიანი, მათ შორის სამი მძიმედ",_ იუწყება უკრაინული მედია და აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ ფაქტის შემდეგ ბუნტი აგორდა და 106 ადამიანმა ციხე დატოვა. თუმცა, უკრაინული მედია ასევე იუწყება, რომ დილით, მათი ნაწილი კოლონიაში კვლავ დაბრუნდა.
დღეს დილიდან ქალაქის საარტილერიო დაცხრილვა კვლავ განახლდა.