თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერი, რეჯეპ ტაიიპ ერდოღანი იმარჯვებს. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა განაცხადა.
საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილია ბიულეტენების 98%. არსებული შედეგების მიხედვით ერდოღანს ხმების 52,2% აქვს. მის კონკურენტს ექმელედინ იხსანოღლუს 32% აქვს.
პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა - 50%-ს +1 ხმა უნდა დააგროვოს.
შეგახსნებთ, რომ ეს არის თუქეთის სინამდვილეში პირველი პირდაპირი არჩევნები. 1923 წლიდან დღემდე პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევნდა.