უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშჩენკომ გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის დრო აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება განიხილავს ლუგანსკში ჰუმანიტარული მისიის შესავლის შესაძლებლობას, მაგრამ ეს მისია მხლოდ საერთაშორისო უნდა იყო და მას არავითარი სამხედროები არ უნდა ახლდდნენ.
„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ჰუმანიტარული დახმარება თუ ეს მისია იქნება საერთაშორისო, ყოველგვარი სამხედრო თანხლების გარეშე, რომელიც შემოვა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი მესაზღვრეების მიერ კონტროლირებადი გამშვები პუნქტებიდან და იმოძრავებს უკრაინელი სამხედროების თანხლებით მისიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად",_ ნათქვამია პოროშჩენკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე არის მითითებულ მერკელის პასუხი.
„ჩვენი პოზიცია მკაფიოა - ნებისმიერი შეჭრა, ჰუმანიტარულიც რომ დაერქვას მას არს შეჭრა და ეს წითელი ხაზია, რომელიც არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გადალახოს".
მასალის გამოყენების პირობები