თურქი ხალხი პირველად თავის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. თურქეთში პირდაპირი საპრეზიენტო არჩევნები მიმდინარეობს. აქამდე პრეზიდენტს თურქეთში პარლამენტი ნიშნავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მაღალ თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებს სამი კანდიდატი, მათ შორის არის მოქმედი პრემიერი რეჯეპ ტაიიპ ერდოღანი.
თუ კანდიდატთაგან ვერც ერთი ვერ შეძლებს ხმათა ნახევარზე მეტის მოგროვებას 24 აგვისტოს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ერდოღანს თურქეთის პრემიერ -მინისტრის თანამდებობა 2003 წლიდან უკავია და მეტი მას მინისტთა კაბინეტის გაძღოლის უფლება არ აქვს. მან განაცხადა, რომ გამარჯვებუს შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს განახორციელებს იმისათვს რათა პრეზდენტს მეტი უფლება ჰქონდეს.
თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტი იქ მნიშვნელოვანწილად ცერემონიალური ფიგურაა.
საარჩევნო უბნები ქვეყანაში 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება. ერდოღანი გამარჯვებაზე ერთ ერთი ძირითადი პრეტენდენტია.
მასალის გამოყენების პირობები