რუსული ავიაცია უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევას განაგრძობს. უკრაინის საზღვრის სიახლოვეს კი დაფიქსირებულია 10 სარკინიგზო პლატფორმის მოძრაობა რომელზეც არის საარტილერიო დანადგარები და 30 ჯავშანმანქანა. განცხადება ამის შესახებ დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანატოლი ლისენკომ გააკეთა.
„რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაცია აგრძელებს უკრაინის საჰაერი სივრცის დარღვევას. რუსული უპილოტო მზვერავები კი უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ზვერავენ",_ აცხადებს ლისენკო.
მისივე თქმით, რუსული ვერტმფრენები უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში რამდენიმე კილომეტრზე იჭრებიან.