ლუგანსკის რაიონის ქალაქ კრასნი ლუჩის განთავისუფლებისათვის ამჟამად სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. ბოევიკები ძლიერი წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელ სამხედროებს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანატოლი ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ახლა იქ ბრძოლა გრძელდება. იქ ძალიან ცხელა... ჩვენი სამხედროები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გაათავისულონ ეს ქალაქი. ამასთან ერთად ისინი ყველა წესს იცავენ, რომელიც დასახლებულ პუნქტში ბრძოლის წარმოებისთვის არის საჭირო, იმისათვის რათა არ დაზარალდნენ მშვიდობიანი მცხოვრებლები და ინფრასტრუქტურა",_ განაცხადა ლისენკომ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სწორედ მისი გავლით იღებენ ბოევიკები იარაღსა და მძიმე ტექნიკას რუსეთიდან.