ირანის ავიაკომპანიის Taban Airlines სამგზავრო ავიალაინერმა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ბორტზე მყოფი 40 -ვე მგზავრი. ტრაგედია მისი აფრენიდან მალებე მოხდა. თვითმფრინავი თეირანიდან ქალაქ ტაბასში მიფრინავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, სიჩქარის აკრეფისას საჰაერო ხომალდს ძრავი გაუჩერდა და ლაინერი ჩამოვარდა.