აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გერმანიიის კანცლერი ანგელა მერკელი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რუსეთის ნებისმიერი შეჭრა უკრაინაში, მათ შორის შესვლა ჰუმანიტარული აქციის ნიღბის ქვეშ მიუღებელია, ის დაარღვევს საერთაშორისო სამართალს და მას მძიმე შედეგები ექნება. ამ შეთანხმებამდე ორი ლიდერი სატელეფონი საუბრის დროს მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს, გადმოსცემს „რადიო თავისუფლება".
„ვაშინგრონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივემ განაცხადეს, რომ აგრძელებენ მოუწოდონ რუსეთს გააგრძელოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა კრიზისის დაძლევისათვის", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე დროს გერმანიიდან გავრცელდა ინფორმაცით, რომ კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის გეგმებზე გარდა აშშ-ს პრეზიდენტისა უკრაინის პრეზიდენტსაც ესაუბრა.
"ყველა მოსაუბრე მივიდა იმმ დასკვნამდე, რომ ამგვარი რამ შესაძლოა მხოლოდ საერთაორისო წითელი ჯვრის ეგიდითა და უკრაინის მთავრობის თანხმობით შეიძლება მოხდეს - განაცხადეს ბერლინში ",_ იუწყება „რადიო თავისუფლება".