აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსული არმიის უკრაინაში შეჭრას არ გამორიცხავს. განცხადება ამის შესახებ ობამამ „The New York Times" სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა, რომელიც შეაკავებდა პუტინს უკრაინაში შეჭრისაგან, რეალური იყო, მაგრამ ბუნდოვანი. ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ ამ ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლებოდა.
ამავე დროს მან დასძინა, რომ „ახლა საშიში დროა, ვინაიდან სეპარატისტების პოზიციები სუსტდება. მგონია, რომ პუტინს არ სურს სახის დაკარგვა და ასე კი ამ კომპრომისისაკენ მიმავალი გზა ვიწროვდება", - განაცხადა თეთრი სახლის მეთაურმა და დასძინა: „მას შეუძლია შეიჭრას".