„ევროპა უკვე ყელამდეა პუტინის „ჰუმანიტარული" ძალისხმევებით",_ წერს „ტვიტერში" თავის გვერდზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი.
„რუსეთმა უკვე ყველა „დააპურა" თავისი „ჰუმანიტარული" მისწრაფებებით, რომელთა საფარქვეშ არის გეგმა უკრაინაში შეჭრისა",_ წერს მინისტრი და კიდევ ერთხელ აღნიშმავს: „ყველა ყელამდეა უკვე რუსეთის „ჰუმანიტარული" ძალისხმევით. გამოყენებულ შეიძლება იქნეს მხოლოდ საერთაშორისო მექანიზმი",_ აღნიშნავს მინისტრი და დასძენს, რომ პუტინს უყვარს პეტრე პირველთან ანალოგის გავლება, მაგრამ „ თუ თუ ამ უკანასკნელმა ევრპპაში ფანჯარა გაჭრა - პუტინი ამ ფანჯარას როგორც ჩანს, ხურავს".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიუს ვალერი ჩალიის თქმით, წუხელ რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე „სამშვიდობოთა" კოლონის შეყვანა სცადა.