რუსეთის მხრიდან ამოქმედებული აკრძალვის შემდგომ, შესაძლოა ევროკავშირმა გადამჭრელი ზომები მიიღოს და საკუთარი საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისათვის ჩაკეტოს.
მოვლენების ასეთ განვითარებაზე Deutsche Welle-სთან ევროკომისიის სპეციალური წარმომადგენელი რიხარდ კუნელმა განაცხადა.
მისი თქმით, საჰაერო დერეფნები დადგენილია საერთაშორისო შეთანხმებებით, ამიტომაც მოსკოვს არ შეუძლია ცალმხრივად გაატაროს რაომე სახის აკრძალვითი ღონისძიებები, ისე რომ ეს ხელშეკრულებები არ დაარღვიოს. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირს შეუძლია სასამართლოში იჩივლოს.
„მაგრამ არის მეორე ვარიანტიც. საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს თანაბარწონადი საპასუხო ქმედებებს. ე.ი. ევროკავშირს შეიძლია თავიდან აიცილოს ხანგრძლივი სასამართლო პროცედურები და საპასუხოდ ჩაკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაკომპანიებისთვის", - განაცხადა ევროკომისისი სპეციალურმა წარმომადგენელმა.