გასული დღეღამის განმავლოაბში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაღუპულია 13 უკრაინელი მებრძოლი.
გასული დღეღამის განმავლოაბში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაღუპულია 13 უკრაინელი მებრძოლი. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის სპიკერი ანდრეი ლისენკო ავრცელებს.
„უკრაინის გათავისუფლების დროს ბოლო დღეღამის განმავლობაში ჩვენი 13 მებრძოლია დაღუპული",_ განაცხადა მან კიევში გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ეს ციფრი საერთოა ყველა ძალოვანი სტრუქტურისათვის.
ამავე დროს ლისენკომ არ დაადასტურა, რომ უკრანელმა ძალოვნებმა ლუგანსკის ოლქში ქალაქი კრასნი ლუჩი აიღეს.
„ყველა იმ პუნქტის შესახებ, რომლებიც ტერორისტებისაგან არის გათავისუფლებული ჩვენ ინფორმაციას გავცემთ. როგორც კი სხვა ქალაქები იქნება გათავიუფლებული ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას გავავრცელებთ. მანამდე კი მე ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ",_ განაცხადა ლისენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან რუსული მედიით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი კრასნი ლუჩი გაათავისუფლეს და დონეცკი და გორლოვკა რკალში მოაქციეს.
მასალის გამოყენების პირობები