ხვალ, 27 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართება.
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრას მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკოლოზ გვარამია და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი გამართავენ.
შეხვედრას თსუ-ის, ილია ჭავჭავაძის ნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თავართქილაძის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.