საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა და ლორდთა პალატის წევრებთან. ბრიტანელი პარლამენტარების დელეგაციას საქართველო - ბრიტანეთის საპარლამენტო ჯგუფის ხელძღვანელი მარკ რეკლეს თავმჯდომარეობდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს' საგარეო უწყებიდან აცნობეს შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს. ბრიტანული მხარე დაინტერესდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით, რუსეთთან ურთიერთობების ფორმატით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პროპლემატიკით და ანტიდისკრამინაციულ კანონთან დაკავშირებული შეფასებებით, რაზეც მინისტრმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის კრიზის გარშემო განვითარებული მოვლენები და რუსეთთან ურთიერთობებში არსებული გამოწვევები.
ბრიტანულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის.
„არსებობს აზრთა სხვადასხაობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ტემპებსა და გზებზე, თუმცა ყველა ვთანხმდეით იმაში, რომ დემოკრატიულ ქვეყანას საგარეო კურსთან დაკავშირებით უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და არანაირ გარე ძალეას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანს ვეტო დაადოს"- განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარკ რეკლესმა.
როგორც შეხვედრის კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა „ბრიტანელ პარლამენტარებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნატოს მომავალი სამიტი უელსში ტარდება და ბრიტანეთი ძალიან დიდ როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ მათ წინაშე ჩვენი პოზიცია ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებაში"-აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციის წევრები საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაესწრნენ ქ. ბათუმში გამართულ კონფერენციას „საქართველოს შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ: ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების საპარლამენტო გამოცდილების გაზიარება", მათ ასევე შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თავდაცვის მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.