რუსეთი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოგდებული მალაიზიური ვერტმფრენიდან გადარჩენილი შავი ყუთების წამოღებას. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ყუთების წამოღებას და არ ვაპირებთ იმ ნორმების დარღვევას, რომლებიც ამგვარი შემთხვევების დროს არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში",_ აცხადებს ლავროვი.
მან ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს სახელით მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინიციატივას ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის შექმნის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოინგის ჩამოგდების შედეგად დაღუპულია 298 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები