უკრაინამ გასული დღეღამის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 11 სამხედრო დაკარგა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„სხვა და სხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ გუშინდელი ბრძოლების დროს დიდი რაოდენობით სამხედროები დაკარგა სინამდვილეს არ შეესაბამება.
გადამოწმებული მონაცემებით, გასული დღეღამის განმავლობაში უკრაინის სამხედროების დანაკარგი 11 ადამიანს შეადგენს",_ განაცხადა ლისენკომ.