ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინელი მფრინავი-ტყვე ქალის ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე შეტანილი განცხადება პრიორიტეტულად ჩაეთვალათ. განცხადება ამის შესახებ სავჩენკოს ინტერესების დამცველმა, იურისტმა ვალენტინა ტელიჩენკომ გააკეთა. ტელიჩენკომ სტრაზბურგის სასამართლოს სამდივნოდან მის განცხადებაზე გაცემული პასუხის ასლი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
წერილში ნათქვამია, რომ სასამართლომ მიმართა მოპასუხე ქვეყანას თხოვნით ერთი ჯვირის განმავლობაში, 22 ივლისამდე გასცეს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით და უპასუხოს სტრაზბურგის სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს.
ტელიჩენკოს თქმით, სტრაზბურგის სასამართლოს კითხვები ეხება იმ საკითხებს, თუ როგორ მოხვდა ნადეჟდა სავჩენკო რუსეთის საგამოძიებო იზოლატორში და რის საფუძველზე და რატომ მას ამდენი ხნის განმვლობაში არ მიეცა საშუალება შეხვედროდა უკრაინის კონსულს რუსეთში. სასამართლომ ასევე დაავალა რუსეთს უკრაინელი მფრინავი ქალის ყოფითი პირობების შესახებ ინფორმაცია გასცეს.
„ძალიან მეიმედება რომ სასამართლოს ასეთი სწრაფი რექცია იქნება წინაპირობა იმისა, ომ ნადეჟდა მალე უკრაინაში იქნება. ილუზიები პუტინთან დაკავშირებით არ გვაქვს, ნადეჟდა სავჩენკოს დასაბრუნებლად ყველა პოლიტიკურ სამართლებრივი მეთოდია გამოსაყენებელი და სტრაზბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო მათ შორისაა", _ ამბობს ტელიჩენკო.