გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა მისთვის პრიორიტეტულ საკითხთა შორის არის და დაჰპირდა პოროშენკოს, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის მხრიდან „ხისტ მხარდაჭერას" მიიღებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს უკრაინის საკითხზე ევროპის საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს.
„პრეზიდენტმა მერკელს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გავლეთ სეპარატისტებისათვის იარაღი, ტყვია წამალი, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა შესვლას აგრძელებს. ამავე დროსმ პრეზიდენტმნა მერკელთან საუბარში კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირების მომხრეა და მაგალითად სლავიანსკი მოიყვანა, სადაც ქალაქის ბოევიკებისაგან გათავისუფლების შემდეგ 24 საათში აღდგენილ იქნა სასიცოხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. სწორედ ასეთი იქნება, პრეზიდენტის თქმით, მოქმედებები ლუგანსკსა და დონეცკში",_ წერს უკრაინული მედია.