უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დაღუპულია 258 უკრაინელი სამხედრო დაჭრილია 922. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის პრესმდივანმა ანდრეი ლისენლკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში დაღუპულია 258 და საჭრილია 922 სამხედრო",_ განაცხადა ლისენკომ.
მან აღნიშნა, რომ ტერორისტებთან ტყვედ სულ 45 უკრაინელი სამხედრო იმყოფება.