დილით, ბოევიკევმა უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებზე მასირებული შეტევა დაიწყეს. ბრძოლა დონეცკის ოლქის დასახლება მარინოვკასთან ამჟამადაც გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ბოევიკები ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან ცხრილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის ნაციონალური გვარდიის ნაწილებმა შეტევას გაუძლეს და თავად გადავიდნენ შეტევაზე.
„შედეგად ტერორისტები სტეპანოვკის დასახლებული პუნქტისკენ გადავიდნენ, ამ დროისათვის ბრძოლა დასახლებულ პუნქტ ტარანებთან მიდის, სადაც ტერორისტები უკრაინის ნაციონალური გვარდიის ნაწილებზე შეტევა გრძელდება. დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო. ბოევიკების მხრიდან დანაკარგი ზუსტდება",_ ნათქვამია უკრანის ნაციონალური გვარდიის განცხადებაში.