სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის სტრატეგიული გეგმის განხორციელების ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა" eHRMS-ის დანერგვა სახელმწიფო უწყებებში. სისტემის ძირითადი პრიორიტეტებია: სიმარტივე და მოქნილობა, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის დროისა და რესურსების მნიშვნელოვან ეკონომიას.
სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა აქტიურად იზრდება. დღეისთვის აღნიშნული სისტემა დანერგილია 20-ზე მეტ უწყებაში, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროში; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში; აჭარის მთავრობაში; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში; ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრში; სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში; საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში; სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში; ეროვნულ სატყეო სააგენტოში; სახალხო დამცველის აპარატში; მუნიციპალური განვითარების ფონდში.
საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას სისტემის განვითარებაზე, რათა კიდევ უფრო დახვეწილი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს.