"ვითიბი ბანკის" მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ნაკრების წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. ჩემპიონატი გაიმართება 14 - 27 ივლისს ბუდაპეშტში. კონტინენტის 11 უძლიერეს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც გამოვა, რომელმაც ევროპირველობის საგზური, არსებობის ისტორიაში, პირველად მოიპოვა. ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილი გუნდი ფინალურ ეტაპზე ფლეი ოფში თურქეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ მოხვდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A-ჯგუფში მონტენეგროს, იტალიის, საბერძნეთის, რუმინეთის და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია შეემატა ჩვენი ბანკის მიერ მხარდაჭერილ სხვა სპორტულ სახეობებს, როგორც იცით ვითიბი ბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სპორტის განვითარებაში. ბანკი არის რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური სპონსორი და საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის გენერალური სპონსორი. მნიშვნელოვან დაფინანსებას ვუწევთ ასევე ავტო სპორტს, კალათბურთს, ბავშვთა რაგბის და ფეხბურთის გუნდებს", - განაცხადა „ვითიბი ბანკის" ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.