"ელიტ ელექტრონიქსი" კახეთში ორ ახალ მაღაზიას ხსნის. კომპანიის ინფორმაციით, 15 ივლისიდან, კახეთის მაცხოვრებლებს შეუძლიათ "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიებით ახლა უკვე გურჯაანსა (წმინდა ნინოს 5) და წნორშიც (აღმაშენებლის 2) ისარგებლონ, სადაც წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიური ბრენდების ათასზე მეტი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
„ასევე სამი დღით, მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ტექნიკა წარმოუდგენლად დაბალ ფასად; ბოშის სარეცხი მანქანები 659 ლარიდან, მაცივრები 599 ლარიდან, გაზქურები 399 ლარიდან, ტელევიზორები 319 ლარიდან, გარდა ამისა, მოცემულ მაღაზიებში მოქმედებს „ელიტ ელექტრონიქსის" ყველა ის აქციები, რომელიც მიმდინარეობს კომპანიის მთელ ქსელში.
"ელიტ ელექტრონიქსი" დღეს დღეობით ტექნიკის ბაზარზე ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი, კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 37 მაღაზიას ფლობს"- აცხადებენ „ელიტ ელექტრონიქსში".
"ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში 1200-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.
,,ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 18 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებელს და შეუქმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო მათ ვისაც სურს ტექნიკის შეძენა.
"ელიტ ელექტრონიქსი" გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით.
საუკეთესო პროდუქტი, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა და მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს იმას რომ ,,ელიტ ელექტრონიქსი" პირველია საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე"- განმარტავენ კომპანიაში.