უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოევიკები შეტევაში გადმოვიდნენ. მათ დაკარგული პოზიციების დაბრუნება უნდათ.
„ისინი შეტევაზე გადმოვიდნენ და ცდილობენ დაიბრუნონ ის რაც დაკარგეს"_ აცხადებს ლისენკო.
მისივე თქმით, ახლა ბოევიკები გადაჯგუფებას გადიან და შევსებას ელიან.
მისივე ინფორმაციით, თავად ბოევიკებს შორის არის უთანხმოენბა გავლენისათვის და ფულისთვის.