ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას 15:00 სთ-ის მდგომარეობით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის აქტივობა გააცნო. აღნიშნული დროისთვის, არჩევნებში 415 ათას 78 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩევლთა საერთო რაოდენობის 24.2%.
რაც შეეხება თბილის აქ არჩევნებში მონაწილეობა 216 ათას 60-მა ადამიანმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 23.5%.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების პირველ ტურში 15 ივნისს 15:00სთ-ის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა 992 712-მა ამომრჩეველმა (28.94 %) მიიღო მონაწილეობა.