უკრაინელი სამხედროები ანტიტერორისტულ ოპერაციას მთელი ძალით განაგრძობენ და სულ უფრო და უფრო მეტ ბოევიკს ანადგურებენ. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„ანტიტერორისტულ ოპერაციის ჩატარების რაიონში მდგომარეობა დაძაბული რჩება. ჩვენი სამხედროები შეტევას განაგრძობენ და ტერორისტებს სულ უფრო და უფრო მეტ ზიანს აყენებენ",_ განაცხადა ლისენკომ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროთა შეტევა ადგილობრივი მოსახლეობისათვის საფრთხის შექნის გარეშე მიმდინარეობს.
ლისენკოს ინფორმაციით, ბოევიკებს შორის დიდი დანაკარგია.
„უკრაინის სამხედრო ავიაციის მიერ განადგურებულია: ნაღმმტყორცნელთა ორი ბატარეა, ორი ტანკი, სამი ჯავშანმანქანა, დიდი რაოდენობით საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო სამალა.