პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თბილისს სჭირდება სათანადო მერი და ამისთვის არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი.
,,თბილისს სათანადო მერი სჭირდება. ამ საქმისთვის, თბილისისთვის ადეკვატური, სწორად შერჩეული მერის გამოსავლენად ამ უბანზე მეორედ მოსვლა გახდა საჭირო. მაგრამ ეს ღირს, იმიტომ, რომ თბილისს სჭირდება კარგი პატრონი და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე სწორედ ასეთ მერს გამოავლენს", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლებს, უკვე მეორედ, მერებისა და გამგებლების არჩევა 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში მოუწევთ.