ისრაელის სახელმწიფოს ოპერაცია „ურღვევი კლდე" უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. „ისრაელის უსაფრთხოების ძალებს მზარდი ინტენსიურობით მიაქვთ დარტყმები „ჰამასზე". უკვე იერიში მიტანილია „ჰამასისა" და „ისლამისტური ჯიჰადის" 1000-მდე სამიზნეზე და ეს ჯერ დადსრული არ არის", _ განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაღუმ გენერალურ შტაბში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ოპერაცია მანამ გაგრელდება, ვიდრე ისრაელის მოქალაქეებს სიმშვიდე არ დაუბრუნდებათ.
„მინდა განვმარტო თუ რა სხვაობაა ჩვენსა და ჰამასს შორის, ეს მარტივია: ჩვენ რაკესაწინააღმდეგო სისტემებსნ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად ვიყენებთ, ისინი კი თავიანთ მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებენ. ისინი ჩვენს მოქალაქებს, განურჩევლად ყველას ესვრიან, ჩვენ კი მხოლოდ ჰამასის მებრძოლებს ვესვრით. სწორედ ამას ვუხსნი მე მსოფლიოს ლიდერებს",_ აცხადებს პრემიერი და აღნიშნავს, რომ ის ამ საკითხზე აშშ, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენებს, გერმანიის კანცლერს. დიდი ბრიტანეთის პრემიერს ესაუბრა.
„მე მათ ერთი რანმ ვუთხარი: არც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში არ დასთანხმდება იმას, რომ თავისი მოქალაქეების დაცხრილვები უპასუხოდ დატოვოს. ვერავითარი საერთაშორისო ზეწოლა ვერ შეგვიშლის ხელს ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მთელი სიმძლავრით ვიმოქმედოთ", _ განაცხადა ნეთანიღუმ და ისრაელის მოქალაქეებს სიმტკიცისათვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენი სიმტკიცე ძალას გვაძლევს, გთხოვთ, გააგრძელეთ ზურგის სამსახურის ინსტრუქციების შესრულება. ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს თქვენი დაცვისათვის, მაგრამ თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი რაც თქვენ გეხებათ - შეინარჩუნოთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე.
ვამაყობ თქვენი საქციელით, ვამაყობ თქვენი მხარდაჭერით მთავრობისადმი, ვამაყობ იმით, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი ვარ",_ განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაღუმ.