საია მერებისა და გამგებლების 2014 წლის არჩევნების მეორე ტურს თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში დააკვირდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება 15 ივნისის არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, ასევე გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე (ე.წ სპეც უბნები).
საიას დამკვირვებლები იქნებიან შემდეგ ოლქებში: თბილისის 10 ოლქი, ასევე - 1. ბათუმი; 2. ქობულეთი; 3. თერჯოლა; 4. ხონი; 5. ბაღდათი; 6. ტყიბული; 7. ოზურგეთი; 8. მარტვილი; 9. გორი; 10. რუსთავი; 11. თელავი; 12. ყვარელი; 13. მცხეთა.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11 კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე 230-61- 63 დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039. არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 3 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23).
საიას პრესკონფერენციები გაიმართება: 10:00 საათზე; 16:00 საათსა და 20:30 საათზე.
ხოლო 13 ივლისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 11:00 საათზე.