ლუგანსკში ტერორისტებმა სახელმწიფო ხაზინის მთავარი სამმართლო ჩაიგდეს ხელში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ბოევიკებმა შენობა დაიკავეს მაშინ, როდესაც შიგნით თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
„ბოევიკებმა იარაღის გამოყენებით, სახელმწიფო ხაზინის ლუგანსკის მთავარი სამმართველო ჩაიგდეს ხელში, მაშინ როდესაც იქ თანამშრომელები იმყოფებოდნენ",_ წერს უკრაინული მედია.