„ლუგანსკის რაიონის სოფელ ზელენოპოლიესთან ახლოს განადგურებულია 30 უკრაინელი სამხედრო",_ ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად დაჭრილია ლვოვის 24-ე მოტორიზებული ბრიგადის დაახლოებით 100 სამხედრო.
„ლუგანსკის ოლქის სოფელ ზელენოპოლიესთან ახლოს ამბოხებულებმა უკრაინელი სამხედროები დაცხრილეს, რომლებიც ლვოვიდან იყვნენ გამოწვეულნი, იერიში შედეგად დაღუპულია 30 მდე უკრაინელი სამხედრო, რომლებსაც დახმარება არ კი მისვლიათ",_ წრეს მედია. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იგორ სტრელკოვი ადასტურებს.
სოფელი ზელენოპოლიე რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარეობს. იგორ სტრელკოვის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე დიდი დანაკარგი განიცადეს დონეცკის აეროპორტთან მიმდიანრე ბრძოლების დროს.
მასალის გამოყენების პირობები