უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ანტიტერორუსტული ოპერაციის დროს ბოევიკების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის აღმოსავლეთ რეგიონალური სამმართველოს პოლკოვნიკი იგორ მომოტი.
ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
„ლუგანსკის ოლქში მესაზღვრეებს ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 4 სამხედრო, 3 დაიჭრა. დაღუპულთა შორის არის პოლკოვნიკი იგორ მომოტი",_ ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
იგორ მომოტი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციის დაძაბვის დაწყებიდან იმყოფებოდა და უკრაინის სახელმწიფო საზღვარს იცავდა.