ტერორისტებმა „გრადის" ტიპის დანადგარებიდან ანტიტერორისტული ძალების პოზიციები ლუგანსკის ოლქის სოფელ ზელენოპილთან დაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროთა შორის არის მსხვერპლი.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მსხვერპლის რაოდენობა დიდია. სხვა და სხვა წყაროები 30 დამ 50 სამხედროს ასახელებენ. განცხადება ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ვლადისლავ სელეზნიოვმა გააკეთა.
„დიახ, ჩვენს სამხედროებს შორის არის მხხვერპლი. დეტალები იქნება მოგვიანებით, ალბათ ყველაზე მაღალ დონეზე",_ განაცხადა მან და აღნიშა: „ვადასტურებ ამ მოვლენებს, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მსხვერპლის რაოდენობა დგინდება".