უკრაინა ვერ შეძლებს უკრაინელი პილოტი ქალის ტყვედ მყოფი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას რომელიც ამჟამად ვორონეჟის იზოლატროში პატიმრობაში იმყოფება. ეს განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა. მისივე თქმით, სავჩენკოს გათავისუფლების შანსი იმდენივეა რამდენიც იმისა, რომ პოროშენკო ამერიკის პრეზიდენტი გახდეს.
„მას ისეთივე შანსი აქვს გათავისუფლების რაც პოროშენკოს გახდეს ამერიკის პრეზიდეტი",_ განაცხადა მარკინმა.
ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ კიევს მოსკოვისათვის სავჩენკოს გათავისუფლების თხოვნით არ მიუმართავს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკოს „უკრაინისათვს ბრძოლის სიმბოლო უწოდა". ამჟამად სავჩენკო რუსული მხარე ბრალად რუსი ტელეჟურნალისტების დაღუპვაში თანამონაწილეობას აბრალებს. რუსულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც სავჩენკო 30 აგვისტომდე დაპატიმრებულია.
ცნობისთვის: ნადეჟდა სავჩენკო, 33 წლის, დაიბადა კიევში. ქვეყანაში ერთადერთი პილოტი ქალი, რომელიც ავიაგამანადგურებელს „სუ-24მ" მართავს. არის საბრძოლო ვერტფრენის „მი 24"-ის შტურმანი. იბრძოდა მოხალისედ უკრაინის აღმოსავლეთში ბატალიონ „აიდარის" შემადგენლობაში. 18 ივნისს ტყვედ ჩავარდა.
სავჩენკო ჯარში უკვე 23 წელია მსახურობს. თავდაპირველად ის სადესანტო ჯარში მსახურობდა, შემდეგ იყო ერთადერთი უკრაინელი ქალი სამშვდობო ჯარების შემადგენლობაში ერაყში. მას პირადად უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დართო ნება მფრინავების სასწავლებელში ესწავლა. სასწავლებელი მან 2009 წელს დაამთავრა.
მასალის გამოყენების პირობები