საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიმართავს დაინტერესებულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, უმაღლეს სასწავლებლებს, საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებს, ჩაერთონ კულტურის პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
ამასთან დაკავშირებით 2014 წლის 16 ივლისს, 12:00 საათზე სამინისტროში გაიმართება კულტურის პოლიტიკის შემუშავების გეგმის პრეზენტაცია, სადაც სამინისტრო გააფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.