ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაღუ აცხადებს, რომ ოპერაცია „ურღვევი კედელი" გეგმის მიხედვით მიდის და ის ჯერ დასრულებული არ არის.
„ჩვენ მძიმე დარტყმა მივაყენეთ „ჰამასსა" და ტერორისტებს და რაც მეტხანს გაგრძელდება ოპერაცია მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი დარტყმები",_ აცხადებს პრემიერი.
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ისრაელის სამხედროებს პროფესიონალურად წარმოებული სამუშაოს გამო. მან აღნიშნა, რომ ძალოვანი სტრუქტურები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის რათა თავიდან აიცილონ მსხვეროლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის.