უკრაინა არ აპირებს რუსეთთან ყირიმის არსებობის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას, რომელიც კვლავაც უკრაინას ეკუთვნის. განცხადება ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა გააკეთა.
„არავითარი მოლაპარაკებების წარმოებას ყირიმის რაღაც პირობებში არსებობის შესახებ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. ყირიმი იყო უკრაინული და უკრაინისავედ დარჩება",_ განაცხადა მინისტრმა თუმცა აღნიშნა, რომ კრიტიკულად აუცილებელია ოკუპანტებთან მოლაპარაკებების წარმოება ნახევარკუნძულზე დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების ცხოვრების ეკონომიკური და ჰუმანიტარული ცხოვრების ასპექტების გადასაწყვეტად.
„ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ უკრაინელებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. რუსეთის მრავალი მოქალაქე, რომელიც იქ ცხოვრობს ყირიმის ოკუპაციას მხარს არ უჭერენ",_ აცხადებს კლიმკინი.