რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია.
ვერტმფრენი საქართველოს ტერიტორიაზე დილით შემოფრინდა და სოფლების მეჯვრისხევსა და საკორინთლოს გადაუფრინა.
მომხდარს შსს ადასტურებს და უწყებამ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის მისიას უკვე მიაწოდა.