,,ნაცმოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კოალიცია ,,ქართუ ლი ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას მიმართ კრიტიკა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც მითითება მის არათბილისურ წარმოშობაზე.
მელიას განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარმოშობას.
,,დავით ნარმანიას მიმართ ჩემი კრიტიკა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც მითითება მის არათბილისურ წარმოშობაზე.
მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო:წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე არაერთხელ საჯაროდ დავაფიქსირე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარმოშობას. მეტიც, უზნეობად მიმაჩნია ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, ვისი მხრიდანაც არ უნდა კეთდებოდეს ეს. ჩემი პრეტენზია ბ-ნი ნარმანიას მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ მას არათუ გათავისებული არ აქვს, არამედ საერთოდ არ ესმის დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და არ გააჩნია უნარი მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.სხვა მხრივ, ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები და ვართ თანასწორი კანონის წინაშე", _აცახდებს ნარმანია.