კიევის პროკურორი სერგეი იულდაშევი ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს მაიდანის გადათვისუფლების პროცესი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მივმართე კიევის მთავარი სამმართველოს უფროსს იური მორიზსა და კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები დაკავებული შენობების, სატრანსპორტო კომუნიკაციების შენობების გასათავისუფლებლად კიევის ცენტრში",_ განაცხადა იულდაშევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კრიმინოგენული სიტუაცია მაიდანის ტერიტორიაზე „უკიდურესად დაძაბულია".
ამჟამად მაიდანის ტერიტორიაზე ბლოკირებულია სასტუმროს კორპუსი, მთავარი ფოსტის შენობა, აგრარული პოლიტიკის სამინისტროს შენობა, უკრაინის ნაციონალური საბჭოს შენობა ტელევიზიისა და რაიომაუწყებლობის საკითხებში, ქალაქმთმშენებლობის მთავარი სამმართველოს შენობა, გაერთიანება „კიევპროექტის" შენობა, უკრაინის არქიტექტორთა კავშირის შენობა, ნაციონალური მუსიკალური აკადემიის შენობა და სხვა შენობები.
„თუ უახლოეს დროში არ იქნება მიღებული დაუყოვნებლივი ზომები ამან შეიძლება ნეგატიული საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბოს სამართალდამცავების მუშაობის შესახებ",_ განაცხადა იულდაშევმა.