ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, სასტიკი მოპყრობისა და წამების წინააღმდეგ, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განახლება, და მათი განხორციელებისთვის ძალისხმევის გაძლიერება დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების დღის წესრიგში მოცემულია ის რეკომედაციებიც რის საფუძველზეც უნდა მოხდეს სასტიკი მოპყრობისა და წამების წინააღმდეგ, ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელება, კერძოდ:
,,სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო, თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებასთან და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების სიღრმისეული, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფა;სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და სახალხო დამცველის აპარატის „პრევენციის ეროვნული მექანიზმის" მხარდაჭერა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციისა და „პრევენციის ეროვნული მექანიზმის" მიერ, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო დახურული დაწესებულებების მონიტორინგის შესაძლებლობის უზრუნველყოფა; სასჯელაღსრულების სისტემის, პოლიციის, სამხედრო და სხვა დახურული დაწესებულებების ეფექტიანი შიდა და გარე მონიტორინგის შემდგომი გაძლიერება, ძალადობისა და სასტიკად მოპყრობის ფაქტების ადრეული გამოვლენისა და მათი პრევენციის მიზნით;სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვისა და პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება. დახურულ დაწესებულებებში ან მსგავსი დაწესებულებებისთვის მომუშავე სამედიცინო პერსონალის უნარების განვითარება და მათთვის შესაძლებლობის მინიჭება, მონაწილეობა მიიღონ სასტიკი მოპყრობის დაგმობასა და შესაბამისი ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისთვის მიწოდებაში", _აღნიშნულია ასოცირების დღის წესრიგში.