დღეს, 9 ივლისს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე გრიგოლი კარასინის შეხვედრა გაიმართება.როგორც ჟურნალისტებთან აბაშიძემ განაცხადა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ, სავაჭრო, სატრანსპორტო ურთიერთობის გაღმავებაზე იმსჯელებენ.
,,ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა მხედველობაში მაქვს, ის, რომ რუსეთის მხრიდან არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული ზეწოლა. ჩვენ გვინდა ასევე გაგრძელდეს ურთიერთობები სავაჭრო-ეკონიომიკურ სფეროში", _განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრაღაში 7 ივლისს უკვე შედგა შეხვედრა ქართველ და რუს ექსპერტებს შორის.